Date 26 Nov, 2020
Project Type თბილისის რეზიდენციები

რება მეიბერი – თბილისის რეზიდენციები / Stamba

რება მეიბერი პროპაგანდას და გალერეა LC Queisser-ის ერთობლივი სახელოვნებო რეზიდენციის 2020 წლის პროგრამის მონაწილეა; რება (დ. 1990) ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში, როგორც მწერალი, ხელოვანი, ლექტორი და პოლიტიკური „დომინატრიქსი”. ზოგჯერ იყენებს ფსევდონიმს „Mistress Rebecca”.

2015 წლიდან თანამშრომლობს გამომცემლობა Wet Satin Press-თან, რომელიც იკვლევს ექსცენტრულ მამაკაცთა სექსუალობას. რება პირველ ნოველას - 'Dining with Humpty Dumpty-ის 2017 წელს აქვეყნებს.

ის ასევე უძღვება საგანმანათლებლო პროგრამას “Subversive Thinking” Central Saint Martins-ში. მისი რადიოშოუ „Mistress Rebecca’s World” რეგულარულად მაუწყებლობს NTS-ზე.

Arcadia Missa-ს წარდგინებით, მას ჰქონდა გამოფენები / კითხვის სესიები შემდეგ სივრცეებში: Karma International, ლოს ანჯელესი 2017; Bridget Donahue, ნიუ იორკი 2017; Gavin Brown's enterprise, ნიუ იორკი, 2018; Schloss, ოსლო, Balice Hertling, პარიზი, 2018; Museum of Modern Art, ვარშავა, 2019; White Columns, ნიუ იორკი, P.P.O.W, ნიუ იორკი, 2019; Institute of Contemporary Arts, ლონდონი, 2019; Luma Westbau, ციურიხი; Goldsmiths CCA, ლონდონი, 2020; Kunsthal Charlottenborg, კოპენჰაგენი, 2020; Artist talk, LC Queisser & Propaganda Network, თბილისი, 2020.

2021 წელს დაგეგმილია მისი შოუ The House for Art and Design-ში, ჰოლსტებროში (დანია) და Museum of Contemporary Art-ში, რომი.