ტონი ჯასთი – რეზიდენტი / თბილისის რეზიდენციები / Stamba
ტონი ჯასთი - ამერიკელი ხელოვანი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ბოლო 20 წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები მილანში, ლოს-ანჯელესში, ზიურიხში, ნიუ-იორკში და ბერლინში აქტიურად იფინება - Efremidis, ბერლინი, 2023; KARMA, ნიუ იორკი, 2017; Federico Bianchi Contemporary Art, მილანი, 2011; Gavin Brown’s Enterprise, ნიუ იორკი, 2008.
ხელოვანის პრაქტიკა ფერების და ფორმების მედიტატიურ თვისებებზე ორიენტირდება, სადაც მასალასთან სხეულით კომუნიკაცია ხდება პროცესის ცენტრალური ნაწილი. ჯასთის შემოქმედებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენერგეტიკული მედიტაციის / განკურნების ტექნიკას - REIKI, რომელსაც ხელოვანი აქტიურად იყენებს თავის ვორქშოფებსა და შემოქმედებით პრაქტიკაში.
“მიუხედავად იმისა, რომ ჯასთის მომაჯადოებული კომპოზიციების საწყისი, შესაძლოა, შეგნებულადაა დისტანცირებული მათი შემქმნელისგან, მისი ნამუშევრები ხელოვანის წარსული ჟესტების ავტობიოგრაფიული თხრობაა. ფერების ფაქიზი, რბილი შერევით ხელოვანმა ცხოვრებისეული მინიშნებები შეინარჩუნა: ტონი ჯასთის შემოქმედება ამბავია ყვითელსა და კაშკაშა ვარდისფერს შორის” - ჰარი თორნი ტონი ჯასთის ერთ-ერთი გამოფენის შესახებ (2020 წელი, ბერლინი, გალერეა Efremidis).
ტონისთვის საქართველო მართმადიდებლური ფრესკებისა და ხატების შესწავლის მხრივ განსაკუთრებულად საინტერესოა. რეზიდენციის ფარგლებში ახალი სოლო-ნამუშევრებზე მუშაობის გარდა, ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტებს ფერების, ფორმების, ე.წ. Channeling პრაქტიკას გაუზიარებს.
ხელოვანს წარმოადგენს გალერეა Efremidis (ბერლინი).