მია ჯიოტე – რეზიდენტი / თბილისის რეზიდენციები / Stamba
პროპაგანდას სარეზიდენციო პროგრამა, თბილისის რეზიდენციები / Stamba ამერიკელ არტისტს მია ჯიოტეს მასპინძლობს.
მიას რომლის მულტიდისციპლინური პრაქტიკა სკულპტურას, ინსტალაციასა და ტექსტს მოიცავს. ნამუშევრებში ის ხშირად უხმობს უტილიტარულ ობიექტებს, სხეულისაგან განცალკევებულ ორგანულ ნაწილებსა და ბუნებრივი სამყაროს ორგანულ ელემენტებს, რომლებიც ფუნქციასა და გახრწნას შორის მერყეობენ. კონსტრუირებული სცენები ჩვენივე შექმნილი გარემოს ნაკლოვანებებს ასახავს და აგებს ნარატივს, სადაც მატერიალური ხანგრძლივობა და ადამიანის წარმავლობა ერთმანეთს უპირისპირდება. 2011 წელს ჯიოტემ ნიუ-იორკის Cooper Union-ის სახელოვნებო სკოლა დაამთავრა.
მისი უახლესი გამოფენებია: Time Adverbs, CentroCentro, მადრიდი, 2018; Latemodel Picturesque, Luis Campaña, ბერლინი, 2017; Produktion: Made in Germany 3, ჰანოვერი, 2017; Gestures of Tomorrow,Kunstverein Nürnberg, ნიურნბერგი, 2016.
არტისტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.