ლეილა ჰეკმათი – რეზიდენტი / თბილისის რეზიდენციები / Stamba
ჰეკმათი კამერულ ექსპერიმენტულ პერფორმანსებზე მუშაობს, რის განვითარებაშიც ის თავად გვევლინება როგორც დრამატურგი, რეჟისორი და სკულპტურული კოსტუმების დიზაინერი. ესთეტიზაციით, პაროდიითა და გულღია პორტრეტებით გაჟღენთილი ნაწარმოებები ხშირად იმედგაცურებით, სიკვდილით და მწარე გამოღვიძებებით მთავრდება. კოსტიუმებისა და შეუსაბამო პერსონაჟების ორგიას საკუთარივე დაუცველობა და ლიმიტების მახეში აბამს - თვითსიძულვილის პარალიზებულ მდგომარეობაში.
ლეილა ჰეკმათი ლოს-ანჟელესში დაიბადა. მან პარსონის დიზაინის სკოლაში, ნიუ-იორკში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფოტოგრაფიის დარგში. 2010 წლიდან, სამაგისტრო პროგრამის ამავე დისციპლინაში, ბარდის კოლეჯში დაასრულების შემდეგ ის უკვე აქტიურად იფინება საერთაშორისო მასშტაბით: კრაკოვის, ბერლინის, ლონდონისა თუ გლასგოს სცენებზე.
ამჟამად ჰეკმათის შემოქმედებითი სახლი ბერლინში არსებული ცნობილი გალერეა Galerie Isabella Bortolozzi-ა, სწორედ აქ შეიძლება მის საკვანძო ნამუშევრებთან გაცნობაც. ლეილა ჰეკმატი თბილისს 8 აპრილს, ორი თვით ეწვევა.
