ჰანა-მარია ჰამმარი – რეზიდენტი / თბილისის რეზიდენციები / Stamba
პროპაგანდამ ახალი სარეზიდენციო პროგრამა გახსნა: Tbilisi Residencies / Stamba რომელიც არტისტებს, კურატორებს, მწერლებსა და კულტურის ინდუსტრიის სხვა პროფესიონალებს უმასპინძლებს სპეციალურ სივრცეში stamba4, სადაც პროპაგანდას მიერ კურირებული სახელოვნებო სტუდიებია განთავსებული.
ჰანა-მარია ჰამარი ერთთვიან რეზიდენციას თებერვლის დასაწყისში დაასრულებს. არტისტის სკულპტურული პრაქტიკა მრავალფეროვან მასალას მოიცავს: ხელოვნური ბეწვი, ლატექსი, ჰელიუმის ბუშტები, ფოლადი თუ კერამიკა განსხვავებული სახე-ხატების, ნარატივისა და ფორმების წარმოსახვით კომბინაციებს აღვიძებს, რომლებიც თავის მხრივ მუნყოფნისა და არყოფნის, ბუნებრივისა და ხელოვნურის, საშიშროებისა და დაცულობის, ზედაპირისა და ინტერიერს შორის არსებულ ინტენსიურ და დაძაბულ ველებს იკვლევენ. მარტოობისა და ტკივილის თემებიც ხშირი ლეიტმოტივია, რომელთა სიმძიმესაც არტისტი პათოსით გადმოსცემს.
ჰამარი ფინეთში, ქალაქ ტორნიოში დაიბადა და ამჟამად ფრანკფურტში, გერმანიაში ცხოვრობს. განათლება ჯერ ფრანკფურტის სახელმწიფო სახელოვნებო აკადემიაში მიიღო, 2016 წელი კი Cooper Union-ში, ნიუ-იორკში დაჰყო. 2014 წელს ჰანა გერმანიის აკადემიის ფონდის პრესტიჟული სახელოვნებო სტიპენდიის მფლობელი გახდა. მისი სოლო გამოფენები იყო ბადენ-ბადენის ქუნსთჰალეში, ბადენი, 2018; Berthold Pott, კიოლნი, 2018. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებზე Gillmeier Rech, ბერლინში, 2018 და ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, 2018. 2019 წელს დაგეგმილი გამოფენები მოიცავს Frankfurter Kunstverein-ს, ფრანკფურტში და LC Queisser, თბილისში. 2014 წლიდან 2017 წლამდე ის იყო გერმანიის აკადემიური სტიპენდიების ფონდის სტიპენდიანტი.