სერ სერპასი – რეზიდენტი / Tbilisi Residencies / Stamba
„პოეზია როგორც ასეთი - წამნახევრიანი გადაწყვეტილებები, ბევრად მნიშვნელოვანი ყოველგვარ მედიტაციაზე. რაც მე შემიძლია გავაკეთო წამიერად ჩემი ხელებით, ბარძაყებით, სხეულისმიერი ძალით - პრაქტიკა ხდება. წინააღმდეგობები შემდეგ შემოდის, ლექსების ფორმირებისას: ზიანის მიყენებისგან თავის დაღწევის დროს, მე ვუფრთხილდები ჩემს სხეულს რამდენადაც ამას გავწვდები - პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს „თავს ზემოთ“, კიბეზე ასვლისა და ქვემოთ ჩამოფრენისას. ამ ვარჯიშებით მე გარდატეხას ვახდენ. ჩემმა ჭიდაობის მწვრთნელმა მასწავლა სიმძიმის ფეხებით, და არა ზურგით აწევა, ამას ვარჯიში სჭირდება - იმისთვის რომ დეტრიტიდან ამბავი გამოწრთო, ათლეტი უნდა იყო.“
თბილისის რეზიდენციების ერთ-ერთი მონაწილე 2019 წლის აგვისტოში ამერიკელი არტისტი სერ სერპასი იქნება. სერი 1995 წელს, ლოს-აჯელესში დაიბადა. მან საბაკალავრო ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტისაგან, ვიზუალური ხელოვნებაში მიიღო (2017). მისი ბოლოდროის სოლო და დუო-გამოფენებია: Against Attachment, გალერეა Ludlow 38, ნიუ-იორკი (2019); what we need is another body, Truth and Consequences, ჟენევა, 2019; Stars are Blind, გალერეა LC Queisser (სიტარა აბუზარ-ღაზნავისთან ერთად), თბილისი, 2019; you were created to be so young (self-harm and exercise), გალერეა - LUMA Westbau, ციურიხი, 2018; Bare Teeth, Queer Thoughts, ბრი უილიამსთან ერთად, ნიუ-იორკი, 2018; Dust Patterns, მტვრის თარგები, გალერეა - აქტუალური პროექტები, მაიამი, 2017. მისი ბოლოდროინდელი ჯგუფური გამოფენებია: Company, ნიუ-იორკში, 2019; შვეიცარული ინსტიტუტი, ნიუ-იორკში, 2018; Gavin Brown’s enterprise, ნიუ-იორკში, 2018 და Performance Space, ნიუ-იორკში, 2018; Karma International, ლოს-ანჯელესში, 2017.
სერპასი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში.