პროპაგანდას სარეზიდენციო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ონურ აკიოლია; არტისტი, მწერალი და კურატორი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბაზელსა და ვენაში. მან მაგისტრატურა კრიტიკული კვლევების სფეროში დაასრულა, ვენის ხელოვნების აკადემიაში და პარალელურად, Kunsthalle Basel-ში კურატორის ასისტენტად მუშაობს.
მისი მრავალმხრივი პრაქტიკა მოიცავს სკულპტურას, პერფორმანსს, ტექსტსა და კურირებას, რაც ძალიან ხშირად შედარებითობის თეორიასა და ფორმის სოციალურ დე/კონოტაციებს ეხება.
ონურ აკიოლი პროპაგანდამ სიტარა-სთან და სერ სერპასთან საუბრის შემდეგ მოიწვია, სადაც ის ღონისძიების ერთ-ერთ მოდერატორად მოგვევლინა. თბილისის რეზიდენციებში /Stamba-ს სამთვიან რეზიდენციაში, ონური ადგილობრივი სახელოვნებო შინაარსებისა და შემოქმედებითი კვლევის გარდა, ინტენსიურად დაკავდება თეორიული საკითხებით და პროპაგანდას ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროექტს “ექსტერნს“ შეუერთდება. აკიოლის ყოველკვირეული სემინარები / დისკუსიები ხელოვნების სოციალურ პრაქტიკასა და შედარებითობას მოიცავს, და ამ თემებთან დაკავშირებულ საკვანძო ტენდენციებსა თუ გამოცდილებებს გაანალიზებს.
